გორში, ხარების ტაძარში ხელყუმბარა იპოვეს

13:38, 19.02.2018

გორში, ხარების ტაძარში ხელყუმბარა იპოვეს.

როგორც ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ განაცხადა, ხელყუმბარას მიმაგრებული ჰქონდა წერილი.

„წერილში მამაოების მისამართით იყო თხოვნა, რომ ხელყუმბარა სამართალდამცველებისთვის გადაგვეცა”,- განაცხადა მეუფემ.

მისივე თქმით, ხელყუმბარა პოლიციის თანამშრომლებმა წაიღეს.

 

მსგავსი