გორში, ხარების ტაძარში ხელყუმბარა იპოვეს.
როგორც ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ განაცხადა, ხელყუმბარას მიმაგრებული ჰქონდა წერილი.
„წერილში მამაოების მისამართით იყო თხოვნა, რომ ხელყუმბარა სამართალდამცველებისთვის გადაგვეცა”,- განაცხადა მეუფემ.
მისივე თქმით, ხელყუმბარა პოლიციის თანამშრომლებმა წაიღეს.