ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა
ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა, რის შედეგადაც ქვედა კიდურები დაუზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მედიკოსების შეფასებით, ახალგაზრდა მამაკაცს ორივე ქვედა კიდურზე აღენიშნება მრავლობითი ჭრილობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.