„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის გარდა, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება.
პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ, 20:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მსჯელობა მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით გაიმართება.
არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომამდე, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას სავარაუდოდ 11 ივლისს დაასახელებს. საკანონმდებლო ორგანო კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.