ეკა ბესელია - უწყებების გაერთიანება რაც შეიძლება უმტკივნეულო და ეფექტიანი უნდა იყოს, რეფორმები არ უნდა შეჩერდეს
ეკა ბესელია - უწყებების გაერთიანება რაც შეიძლება უმტკივნეულო და ეფექტიანი უნდა იყოს, რეფორმები არ უნდა შეჩერდეს

მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში არის ახალი ეკონომიკური გუნდი, შესაბამისად, ალბათ მათი ხედვა არის ყველაზე საინტერესო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა, მათი კონკრეტული შეხედულებები, მომავალზე ორიენტირებული ანალიზი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნება გათვლილი.

„ეს ხედვა არის საინტერესო და ვფიქრობ, მათი მზაობა, ნოვაციური და საინტერესო იდეებით გააძლიერონ მთავრობა, კარგი შესაძლებლობაა“, – განაცხადა ბესელიამ.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რამდენიმე უწყება ერთიანდება, რაც ძალიან საპასუხისმგებლო ეტაპია.

„ეს უნდა იყოს, რაც შეიძლება უმტკივნეულო, ეფექტიანი და არ უნდა შეჩერდეს რეფორმები, რაც უნდა განვახორციელოთ. სწორედ აქ იქნება ჩვენი დისკუსია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის განახლებული შემადგენლობა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ხვდება, რის შემდეგაც შეხვედრები ფრაქცია უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატებში გაიმართება.