„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის გარდა, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაც გაიმართება

13:33, 10.07.2018

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება.

პირველი არხის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ, 20:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც მსჯელობა მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომამდე, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდება.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას სავარაუდოდ 11 ივლისს დაასახელებს. საკანონმდებლო ორგანო კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.

მსგავსი