მამუკა ბახტაძე – სპორტის სახეობების ხელშეწყობა, რომლებშიც საქართველოს წარმატებები და პოტენციალი აქვს, მთავარი პრიორიტეტი იქნება

16:14, 14.07.2018

ცხოვრების ჯანსაღი წესი, მასობრივი სპორტი და პროფესიული სპორტის იმ სახეობების ხელშეწყობა, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს,  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წარმატებულ ქვეყნებთან შედარებით, მასობრივი სპორტის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა.

„7-8-ჯერ ჩამოვრჩებით ამ ქვეყნებს მასობრივ სპორტში ახალგაზრდობის ჩართულობით. ეს არის მიუღებელი, ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ღირსეულად გამკლავება სჭირდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი