მამუკა ბახტაძე - სპორტის სახეობების ხელშეწყობა, რომლებშიც საქართველოს წარმატებები და პოტენციალი აქვს, მთავარი პრიორიტეტი იქნება
მამუკა ბახტაძე - სპორტის სახეობების ხელშეწყობა, რომლებშიც საქართველოს წარმატებები და პოტენციალი აქვს, მთავარი პრიორიტეტი იქნება

ცხოვრების ჯანსაღი წესი, მასობრივი სპორტი და პროფესიული სპორტის იმ სახეობების ხელშეწყობა, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები და ზრდის დიდი პოტენციალი აქვს,  ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, წარმატებულ ქვეყნებთან შედარებით, მასობრივი სპორტის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა.

„7-8-ჯერ ჩამოვრჩებით ამ ქვეყნებს მასობრივ სპორტში ახალგაზრდობის ჩართულობით. ეს არის მიუღებელი, ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ღირსეულად გამკლავება სჭირდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.