ირაკლი კობახიძე - წინა ხელისუფლებამ ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე მიიყვანა, მწვრთნელს აიძულებდნენ, პოლიტიკური მიზეზების გამო ტოპ-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოეძახებინა
ირაკლი კობახიძე - წინა ხელისუფლებამ ჩვენი სპორტი წარუმატებლობამდე მიიყვანა, მწვრთნელს აიძულებდნენ, პოლიტიკური მიზეზების გამო ტოპ-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოეძახებინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ თავისი პოლიტიკით სპორტი, და ამ შემთხვევაში ფეხბურთი, წარუმატებლობამდე მიიყვანა.

კობახიძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წლები დასჭირდა სპორტისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად.

„წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მაშინ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა, მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღევანდელ დღეს. ასევე, მინდა, გავიხსენო კონკრეტული ფეხბურთელების მონაყოლი, ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს უარი უთხრეს მის ნაკრებში გამოძახებაზე. მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლით, ნაკრების ფეხბურთელებს თბილისში თამაშებზე საკუთარი ხარჯით უწევდათ ჩამოფრენა“, – აღნიშნა პრემიერმა.