ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ფრენსის მაკდორმანდს გადაეცა
საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში „ოსკარი“ გადაეცა ფრენსის მაკდორმანდს ფილმში „სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური“ შესრულებული როლისთვის.
ფილმის სიუჟეტი მილდრედ ჰეისის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის შვილიც მოკლეს, საქმე კი მკვლელობიდან რამოდენიმე კვირის შემდეგაც არ გახსნილა. პოლიციის უმოქმედობის გამო, მილდრედი სამ სარეკლამო დაფაზე განათავსებს მიმართვას პოლიციის უფროსისადმი, რაც საბოლოოდ მისი და მთავრობის ბრძოლაში გადაიზრდება.
ფრენსის მაკდორმანდს ფილმში პარტნიორობას ვუდი ჰარელსონი და სემ როკველი უწევენ.