„ოსკარის“ დაჯილდოებაზე „ქუინის“ „ბოჰემური რაფსოდია“ შესრულდება
„ოსკარის“ დაჯილდოებაზე „ქუინის“ „ბოჰემური რაფსოდია“ შესრულდება

„ოსკარის“ 91-ე დაჯილდოებაზე ​„ქუინის“ (Queen) უკვდავი კომპოზიცია „ბოჰემური რაფსოდია“ (Bohemian Rhapsody) შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ წარმატებას საუკეთესო მამაკაცის ნომინაციაში რემი მალეკს უწინასწარმეტყველებენ.

რემი მალეკი ფილმში „ბოჰემური რაფსოდია“ ფრედი მერკურის განასახიერებს. ფილმი ლეგენდარული მომღერლისა და ჯგუფ „ქუინის“​ შესახებ მოგვითხრობს.

„ქუინის“ გიტარისტი ბრაიან მეი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რემი მალეკის პერფორმანსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ოსკარს“ რემი მალეკი იმსახურებს.