„ოსკარის“ 91-ე დაჯილდოებაზე „ქუინის“ (Queen) უკვდავი კომპოზიცია „ბოჰემური რაფსოდია“ (Bohemian Rhapsody) შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ წარმატებას საუკეთესო მამაკაცის ნომინაციაში რემი მალეკს უწინასწარმეტყველებენ.
რემი მალეკი ფილმში „ბოჰემური რაფსოდია“ ფრედი მერკურის განასახიერებს. ფილმი ლეგენდარული მომღერლისა და ჯგუფ „ქუინის“ შესახებ მოგვითხრობს.
„ქუინის“ გიტარისტი ბრაიან მეი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში რემი მალეკის პერფორმანსს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ოსკარს“ რემი მალეკი იმსახურებს.