„ბარსელონა“ „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველით ოსკარით ინტერესდება #1TVSPORT
„ბარსელონა“ „ჩელსის“ ყოფილი ნახევარმცველით ოსკარით ინტერესდება #1TVSPORT

„ბარსელონა“ განიხილავს „შანხაის“ ნახევარმცველის ოსკარის გაფორმების ვარიანტს, რომელიც ადრე „ჩელსიში“ თამაშობდა.

TNT Sports-ის ინფორმაციით, კატალონურ კლუბს ამ წლის დასაწყისიდან აქვს კონტაქტი 30 წლის ბრაზილიელთან, მაგრამ ფინანსური პრობლემები უშლის ხელს გარიგების დადებაში.

2021 წელს ოსკარმა „შანხაის“ შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.