„ოსკარის“ მფლობელი მიშელ იეო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს #1TVSPORT
„ოსკარის“ მფლობელი მიშელ იეო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრად აირჩიეს #1TVSPORT

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარის“ მფლობელი მიშელ იეო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი გახდა. მისი არჩევა ინდოეთის ქალაქ მუმბაიში კომიტეტის რიგით 141-ე სესიაზე მოხდა.

მალაიზიელი მსახიობის გარდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები გახდნენ: ისრაელის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი იაელ არადი, ტუნისის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მეჰრეზ ბუსეიენი, უნგრელი ბალაჟ ფიურეში, ყოფილი ფრენბურთელი სესილია ტაიტი, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი პეტრა სერლინგი, გერმანელი მიხაელ მრონცი და მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი ჩე-ელ კიმი.

მიშელ იეო სქვოშით არის გატაცებული. 2003 წელს მსახიობმა „ფერარის“ ყოფილ პრეზიდენტსა და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტზე ჟან ტოდტზე იქორწინა.