ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ფრენსის მაკდორმანდმა მიიღო, საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი ენტონი ჰოპკინსი დასახელდა
ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ფრენსის მაკდორმანდმა მიიღო, საუკეთესო მამაკაც მსახიობად კი ენტონი ჰოპკინსი დასახელდა

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ ფრენსის მაკდორმანდმა მიიღო. ეს მსახიობისთვის მესამე ჯილდოა.

ფრენსის მაკდორმანდი მთავარ როლს ასრულებს ფილმში „მომთაბარეთა მიწა“.

აღსანიშნავია, რომ ამ ჯილდოთი ფრენსის მაკდორმანდი მერილ სტრიპს გაუთანაბრდა. ორივე მსახიობს სამ-სამი „ოსკარი“ აქვს მიღებული.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი კი წლევანდელ დაჯილდოებაზე ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ენტონი ჰოპკინსი გახდა, ფილმისთვის „მამა“.

„ოსკარის“ რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრმა უმასპინძლა. პანდემიის გამო, „ოსკარის“ ცერემონიას ისტორიაში პირველად არ დასწრებიან მოწვეული სტუმრები. ღონისძიებაზე დასწრების საშუალება ჰქონდათ ნომინანტებს. დაცული იყო დისტანცია, ყველა დამსწრეს კი წინსწრებით ჩაუტარდა კოვიდტესტირება.