Hollywood Reporter - „ოსკარის“ ცერემონიის რეიტინგი წელს ისტორიაში ყველაზე დაბალი იყო
Hollywood Reporter - „ოსკარის“ ცერემონიის რეიტინგი წელს ისტორიაში ყველაზე დაბალი იყო

„ოსკარის“ გადაცემის ცერემონიის რეიტინგი წელს ისტორიის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო. ამის შესახებ გამოცემა Hollywood Reporter-ი წერს.

მათივე ცნობით, ცერემონია 26,5-მა მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია. წინა წელს მაყურებლების რაოდენობა 34,3 მილიონი იყო.

ამასთან, წლევანდელი ცერემონია 2007 წლის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. ის სამი საათისა და 50 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამერიკული კინოაკადემიის პრემიის გადაცემის ცერემონიას მანამდე ყველაზე ნაკლები მაყურებელი 2008 წელს ჰყავდა, როცა დაჯილდოება მხოლოდ 32-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. მაყურებლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით კი 2000 წელი ლიდერობს, როცა აუდიტორიამ რეკორდული რაოდენობა, 46,5 მილიონი ადამიანი შეადგინა.

„ოსკარის“ საიუბილეო, 90-ე დაჯილდოების ცერემონია ლოს ანჯელესში, „დოლბის“ თეატრში გაიმართა.