საუკეთესო რეჟისურისთვის „ოსკარი“ გილერმო დელ ტოროს გადაეცა
საუკეთესო რეჟისურისთვის „ოსკარი“ გილერმო დელ ტოროს გადაეცა

საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში „ოსკარი“ გადაეცა მექსიკელ რეჟისორს, გილერმო დელ ტოროს ფილმისთვის „წყლის ფორმა“.

სურათის სიუჟეტი 1962 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვითარდება. ფარულ, განსაკუთრებულად დაცულ სამთავრობო ლაბორატორიაში ელიზა, თანამშრომელ ზელდასთან ერთად, საიდუმლო, არაამქვეყნიურ არსებას აღმოაჩენს, ეს აღმოჩენა კი მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

დელ ტოროს ფილმში მთავარ როლს სალი ჰოვკინსი ასრულებს, პარტნიორობას კი „ოსკარის“ მფლობელი მსახიობი ოქტავია სპენსერი უწევს.