გრიგორ როდჩენკოვის შესახებ ფილმმა „ოსკარი“ მიიღო
გრიგორ როდჩენკოვის შესახებ ფილმმა „ოსკარი“ მიიღო

მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგორი როდჩენკოვის შესახებ შექმნილი ფილმი „იკაროსი“ „ოსკარის“ კინოპრემიის გამარჯვებული გახდა „საუკეთესო დოკუმენტური სურათის“ კატეგორიაში.

ფილმის შექმნაში როდჩენკოვი თავად იღებდა მონაწილეობას. ის მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორი გახდა და ფარდა ახადა რუსულ სპორტში არსებულ დოპინგმაქინაციებს. სწორედ მისი ჩვენებების წყალობით გახდა ცნობილი, რომ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსეთმა სახელმწიფო დონეზე აიყვანა დოპინგის გამოყენება და სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე, რუსეთს აუკრძალეს პიონჩანგის ოლიმპიადაზე გამოსვლა.

„საუკეთესო დოკუმენტური სურათის“ ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო: „უკანასკნელი ადამიანები ალეპოში“ (ფილმი სირიის ომზე) და „ძლიერი კუნძული“ (ფილმი რეჟისორ იენს ფორდის ძმის მკვლელობის გამოძიებაზე).