„ოსკარის“ ცერემონიის წამყვანმა „დოლბის“ თეატრთან შეკრებილ აუდიტორიას ჰოლივუდის ვარსკვლავები გააცნო
„ოსკარის“ ცერემონიის წამყვანმა „დოლბის“ თეატრთან შეკრებილ აუდიტორიას ჰოლივუდის ვარსკვლავები გააცნო

„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიის წამყვანმა, ჯიმი კიმელმა ტრადიცია არც წელს დაარღვია და „დოლბის“ თეატრის მოპირდაპირე მხარეს შეკრებილ აუდიტორიას ჰოლივუდის ვარსკვლავები გალ გადოტი, ემილი ბლანდტი, მარგო რობი, გილერმო დელ ტორო და არმი ჰამერი გააცნო.

მსახიობებმა და რეჟისორებმა შეკრებილ თაყვანისმცემლებს ტკბილეულობა და ჰოთდოგები დაურიგეს.

კიმელმა „დოლბის“ თეატრთან მყოფ ერთ-ერთ თაყვანისმცემელს წარმდგენებიც გამოაცხადებინა.