ლუპიტა ნიანგოს სიტყვას „ოსკარების“ ცერემონიაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა
ლუპიტა ნიანგოს სიტყვას „ოსკარების“ ცერემონიაზე ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა

ლუპიტა ნიანგომ ერთ-ერთი ნომინაციის წარდგენისას აუდიტორიასა და მაყურებლებს შთამბეჭდავი სიტყვით მიმართა.

მსახიობის სიტყვას დარბაზში მყოფი აუდიტორიის ემოციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.

ჰოლივუდის მსახიობის საუბრის მთავარი თემა ემიგრანტები და მათი ოცნებები იყო. ლუპიტა ნიანგომ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ამერიკა ოცნებების ქვეყანაა და ყველა მეოცნებემ წარმატების მისაღწევად ძალიან ბევრი უნდა იშრომოს.

„ჩვენ ორივე ემიგრანტები ვართ. მე კენიელი ვარ… და ყველა თქვენგანის მსგავსად, ვინც დარბაზში ზიხართ და ვინც ტელეეკრანებიდან გვიყურებთ, ჩვენც მეოცნებეები ვართ. ჩვენ გავიზარდეთ ოცნებებით, რომ ერთ დღეს კინოში ვიმუშავებდით. ოცნებები როგორც ჰოლივუდის, ისე ამერიკის მთავარი დასაყრდენია“, – განაცხადა ლუპიტა ნიანგომ, რომელმაც ნომინაცია კუმაილ ნანჯიანისთან ერთად წარადგინა.