პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია 19 მაისს გაიმართება
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია 19 მაისს გაიმართება

პრინც ჰარისა და მსახიობ მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია 2018 წლის 19 მაისს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო BBC კენსინგტონის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, წყვილი ჯვარს უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის ტაძარში დაიწერს.

კენსინგტონის სასახლის ინფორმაციით, საქორწინო ცერემონიამდე მეგან მარკლი მოინათლება.

მეგან მარკლი ბრიტანეთის მოქალაქეობის მისაღებად პროცედურების დაწყებასაც გეგმავს.

ახალდაქორწინებულები ნოტინგემში იცხოვრებენ.