„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ჩემპიონია #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგის ჩემპიონია #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურის მატჩში „არსენალი“ „ნოტინგემთან“ დამარცხდა (0:1), პრემიერლიგის ჩემპიონი კი „მანჩესტერ სიტი“ გახდა.

ლონდონური კლუბის წაგებამ მანჩესტერელებს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოუტანა, რადგან გვარდიოლას შეგირდები კონკურენტისთვის მიუწვდომლები გახდნენ – „არსენალმა“ 81 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, „სიტი“ კი 85 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია და მარაგში სამი შეხვედრა აქვს.

„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მესამედ იზეიმა პირველობა, სულ კი ეს კლუბი ინგლისის ჩემპიონი მეცხრედ გახდა (მათ შორის, მეშვიდედ პრემიერლიგაში). შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია და ახლა უკვე ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.