23-წლიანი პაუზის შემდეგ „ნოტინგემი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT
23-წლიანი პაუზის შემდეგ „ნოტინგემი“ პრემიერლიგაში დაბრუნდა #1TVSPORT

„უემბლის“ სტადიონზე გაიმართა ინგლისის ჩემპიონშიფის პლეი ოფის ფინალური შეხვედრა, რომელშიც გათამაშდა პრემიერლიგის ბოლო საგზური.

გადამწყვეტ მატჩში „ნოტინგემ ფორესტმა“ 1:0 დაამარცხა „ჰადერსფილდი“. ერთადერთი გოლი 43-ე წუთზე საკუთარ კარში ლევი კოლვილმა გაიტანა.

ასე რომ, „ნოტინგემი“ ბოლო 23 წელიწადში პირველად ითამაშებს ინგლისის პრემიერლიგაში. აქედან ის 1999 წელს გავარდა.

უფრო ადრე პრემიერლიგის საგზურები მოიპოვეს „ფულჰემმა“ და „ბორნმუთმა“, რომლებმაც ჩემპიონშიფში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

დატოვე კომენტარი