დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მეორე შვილი, ლილიბეთი დაიანა შეეძინათ

20:23, 06.06.2021

დიდი ბრიტანეთის პრინც ჰარის და მეგან მარკლს მეორე შვილი შეეძინათ. ახალშობილ გოგონას სრული სახელი ლილიბეთი „ლილი“ დაიანა მოუნთბათენ-უინდზორია.

„ბიბისის“ ცნობით, ჰარის და მეგანის ქალიშვილი 4 ივნისს კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარას სამშობიაროში დაიბადა.

წყვილის მიერ გავრცელებული განცხადებით, დედა და შვილი ჯანმრთელად არიან, თავს კარგად გრძნობენ.

როგორც წყვილი განმარტავს, გოგონას ორი სახელი შეურჩიეს. ლილიბეთი დიდი ბებიის და დაიანა – უელსის პრინცესას, ჰარის დედის საპატივსაცემოდ.

მსგავსი