პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უსაფრთხოებას კანადა აღარ უზრუნველყოფს
პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უსაფრთხოებას კანადა აღარ უზრუნველყოფს

კანადა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათი სამეფო უმაღლესობის სტატუსის შეჩერებისთანავე შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“, კანადის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

კანადის სამეფო პოლიცია წყვილის უსაფრთხოებაზე 2019 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ზრუნავდა, რამდენადაც ჰერცოგი და ჰერცოგინია საერთაშორისოდ დაცულ პირებად იყვნენ რანგირებულნი, რაც კანადას მათი უსაფრთხოებით უზრუნველყოფას ავალდებულებდა. უსაფრთხოების უზრუნველყოფა უახლოეს რამდენიმე კვირაში შეწყდება, მას შემდეგ რაც შეიცვლება მათი სტატუსი.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ სამეფო ვალდებულებებისგან თავის ასარიდებლად სამეფო უმაღლესობის სტატუსზე უარი იანვარში განაცხადეს და ახალ საცხოვრებლად კანადა აირჩიეს.