პრეზიდენტის სასახლეში თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება
პრეზიდენტის სასახლეში თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება. მიღებას განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორ-მასწავლებლები და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით უნივერსიტეტს 40 ქვეყნის დელეგაცია სტუმრობს. შეკრებილებს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს. 17:00 საათზე კი საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტში გაიმართება.