გიორგი კვირიკაშვილი „აუდიტორია 115“-ის წევრებს გაესაუბრა - თქვენთან კომუნიკაციაზე არასდროს მითქვამს უარი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „აუდიტორია 115“-ის წევრებს გაესაუბრა, რომლებიც თსუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებას ითხოვდნენ.

“აქ არიან ჩამოსული მთელი მსოფლიოდან სტუმრები.სიის შედგენა არ მომხდარა ჩემ მიერ. მე როგორც მითხრეს, თქვენი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ღონისძიებაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენთან კომუნიკაციაზე არასდროს მითქვამს უარი. ახლაც მოვედი, მაშინაც მივედი და საერთოდ არ მჭირდება დაცვა”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

“აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კვირიკაშვილს მიმართა, რომ დაპირებები არ სრულდება.

“ეგ არ არის სწორი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„აუდიტორია 115“-ის წევრები თსუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებას ითხოვდნენ. “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთი წევრი იმ დარბაზში შევიდა, სადაც ღონისძიება იმართებოდა, ხმაურისა და შეძახილების გამო, მას დაცვამ დარბაზი დაატოვებინა.