სამების საკათედრო ტაძარში თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პარაკლისი ტარდება

15:43, 08.02.2018

სამების საკათედრო ტაძარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პარაკლისი ტარდება. ტაძარში შეკრებული არიან საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და თსუ-ს რექტორი.

საზეიმო წირვას პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. მოგვიანებით ის ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.

დღეს ასევე აღინიშნება დავითობაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის წინ სწორედ დავითობას დაარსდა.

მსგავსი