„აუდიტორია 115″-ის წევრი თსუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეძახილებით შევიდა

11:14, 08.02.2018

დარბაზში, სადაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიება მიმდინარეობს, “აუდიტორია 115”-ის წევრი შევიდა.

მან სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს. “აუდიტორია 115”-ის წევრი ითხოვდა, რომ ღონისძიებაზე დასწრების უფლება მათთვისაც მიეცათ.

შეძახილებისა და ხმაურის გამო, “აუდიტორია 115”-ის წევრი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.

 

მსგავსი