„აუდიტორია 115"-ის წევრი თსუ-ს 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეძახილებით შევიდა
დარბაზში, სადაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიება მიმდინარეობს, “აუდიტორია 115”-ის წევრი შევიდა.
მან სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინა უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს. “აუდიტორია 115”-ის წევრი ითხოვდა, რომ ღონისძიებაზე დასწრების უფლება მათთვისაც მიეცათ.
შეძახილებისა და ხმაურის გამო, “აუდიტორია 115”-ის წევრი დარბაზიდან დაცვამ გაიყვანა.