პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კაროლ ნავროცკი უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია
პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კაროლ ნავროცკი უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია

პოლონეთის პრეზიდენტს უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა არ მიუღია. ამის შესახებ კაროლ ნავროცკის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ნავროცკი გდანსკში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე დასწრებას.

მისი თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ღონისძიებაზე უცხოელ პარტნიორებს მიწვევები ერთობლივად გაუგზავნეს პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„პრეზიდენტი არ მიუწვევიათ, ამიტომ ის არ აპირებს იმ ღონისძიებაზე დასწრებას, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა არ მიიწვია. მის დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი თანამდებობის პირი არ აპირებს იქ გამგზავრებას, ვინაიდან მათაც არ მიუღიათ მიწვევა“, –  განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ წლევანდელი ღონისძიების ფარგლებში ტუსკი ყურადღებას გაამახვილებს პოლონეთის ინტერესებზე და არა მხოლოდ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის სახსრების მოძიებაზე.