უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრ დუბნაზე. ამის შესახებ უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბში განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ადგილზე შეინიშნებოდა კვამლი, ხოლო მიყენებული ზიანის მასშტაბი ამჟამად ფასდება.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის სახელმწიფო სააგენტომ, „იტარ ტასმაც“.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, „კოსმოსური კავშირის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „სატელევიზიო მაუწყებლობისა და კავშირის ფუნქციონირება არ დარღვეულა, პერსონალი არ დაშავებულა“.

მანამდე, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქისკენ 84 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა და ისინი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, ნგრევა და დაშავებულები არ დაფიქსირებულა.

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტმა ორი საათით შეზღუდა რეისების მიღება და გაფრენა. ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტები კი „როსავიაციასთან“ შეთანხმებით მუშაობდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 22 ივნისის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის 13 რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიებში, საერთო ჯამში 301 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“.

უკრაინული ტელეგრამარხების თანახმად, ღამით თავდასხმის სამიზნე გახდა ასევე ვორონეჟის ნახევარგამტარების მწარმოებელი ქარხანა.