ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი იმავეს აკეთებს, რასაც ვიქტორ ორბანი და ეს „ცუდად დასრულდება“
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი იმავეს აკეთებს, რასაც ვიქტორ ორბანი და ეს „ცუდად დასრულდება“.
„მე ამას მხოლოდ საარჩევნო პროცესად აღვიქვამ. მათ 2027 წელს პრემიერ-მინისტრის არჩევნები აქვთ. პრეზიდენტი კაროლი პრემიერ-მინისტრის ადგილისთვის იბრძვის, პრემიერ-მინისტრ ტუსკის წინააღმდეგ. ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვაქვს, ეს მათი შიდა საკითხია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ნავროცკი საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ დაპირისპირებას აგრძელებს და უკრაინელების მიმართ სიძულვილს აღვივებს.
„ეს არის ის, რაც ორბანმა გააკეთა. ეს ცუდი ამბავია. მჯერა, ეს ცუდად დასრულდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო იმის გამო, რომ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე. ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პოლონეთის ნაბიჯს უწოდა სტრატეგიული შეცდომა, რომლითაც „სარგებელს მხოლოდ მოსკოვი მიიღებს“. სიბიგას თქმით, პოლონეთს დაუბრუნებს „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ მინიჭებული ორდენის კომანდორის ჯვარს, რომელიც მას 2022 წელს გადასცეს.