დონალდ ტუსკი - პოლონეთსა და უკრაინაში პოლიტიკოსების კონფლიქტში ჩართვა სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც ორივე მხარეს დააზარალებს
დონალდ ტუსკი - პოლონეთსა და უკრაინაში პოლიტიკოსების კონფლიქტში ჩართვა სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც ორივე მხარეს დააზარალებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ პოლონელ და უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის კონფლიქტში ჩართვა სტრატეგიული შეცდომაა და ორივე ქვეყანას დააზიანებს. მისივე თქმით, პოლიტიკაში შეცდომის დაშვება დანაშაულის ჩადენაზე უარესია.

„პოლონეთსა და უკრაინაში პოლიტიკოსების კონფლიქტში ჩართვა სტრატეგიული შეცდომაა, რომელიც ორივე მხარეს დააზარალებს ბიზნესის, გეოპოლიტიკური და რეპუტაციის თვალსაზრისით. პოლიტიკაში კი, როგორც ვიცით, შეცდომა დანაშაულზე უარესია. ჩემს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დანაკარგები და შევამცირო დაძაბულობა. ეს ადვილი საქმე არ არის“, – განაცხადა ტუსკმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პოლონელ და უკრაინელ პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობა დაიძაბა.

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ პოლონეთის ნაბიჯს სტრატეგიული შეცდომა უწოდა, რომლითაც „სარგებელს მხოლოდ მოსკოვი მიიღებს“. ამასთან, სოლიდარობის ნიშნად, სიბიგა უარს ამბობს და პოლონეთს დაუბრუნებს „პოლონეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ მინიჭებული ორდენის კომანდორის ჯვარს, რომელიც მას 2022 წელს გადასცეს.