კაროლ ნავროცკი - ორდენებეთან დაკავშირებული დავა არ ეხება პოლონეთის შიდა საქმეებს, ყველა პოლონელმა იცის, რამდენი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს

პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უარყო მოსაზრება, რომ მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის თაობაზე, შიდაპოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად.

ნავროცკის თქმით, არსებული დავა არანაირად არ უკავშირდება პოლონეთის შიდა პოლიტიკას და მხოლოდ ისტორიული მოვლენების განსხვავებულ შეფასებას ეხება.

მანამდე, ზელენსკიმ გამოთქვა მოსაზრება, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან დაპირისპირებაში მყოფი ნავროცკი საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გამყარებას ანტიუკრაინულ განწყობებზე აპელირებით ცდილობდა.

ამ განცხადებაზე კომენტარისას კი ნავროცკიმ აღნიშნა, რომ ზელენსკი ცდება.

„ეს დავა საერთოდ არ ეხება პოლონეთის შიდა საქმეებს. ყველა პოლონელმა იცის და ესმის, რამდენი ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთს, პოლონელ ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს“, – აღნიშნა მან.