პირველი არხის ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ
პირველი არხის ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

პირველი არხის ვიდეოოპერატორის მომზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული და ავტორიზებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. პირველ ეტაპზე, 80 კანდიდატიდან 15 შეირჩა, რომლებმაც გადამზადების სრული კურსი გაიარეს.

გადამზადების პროგრამის ხანგრძლივობამ 12 კვირა, ჯამში 192 საათი შეადგინა. უფასო მომზადების პროგრამის გავლისას მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ტელევიზიაში ოპერატორად მუშაობის შესაფერისი პრაქტიკული უნარები და თეორიული ცოდნა, გაცნობოდნენ თანამედროვე ტელეწარმოებისთვის საჭირო ტექნიკას, შეესწავლათ სხვადასხვა სატელევიზიო ფორმები, ჟანრები, სატელევიზიო წარმოების ტექნოლოგიები.

პროგრამა მოიცავს საოპერატორო ტექნიკის განვითარების ისტორიისა და ფოტოხელოვნების თეორიის საკითხებზე თეორიულ კურსს, ასევე ოპტიკის, ვიდეოტექნიკის გამოყენების, ვიდეოგადაღების შესასწავლად პრაქტიკულ მეცადინეობას. ვიდეოოპერატორების მომზადების პროგრამა მონაწილეების მიღებას უკვე განახლებული ფორმატის ფარგლებში გამოაცხადებს.

ფოტო – ლევან გოცაძე

დატოვე კომენტარი