აქციის მონაწილეები საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს და გაურკვეველი სითხე შეასხეს
აქციის მონაწილეები საქართველოს პირველი არხის კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „მოამბის“ ჯგუფს გაურკვეველი სახის სითხე შეასხა.
დაშავებულია საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ჩართვის ოპერატორი ნიკა ცირიკიძე.
ამჟამად მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, ხელი არ შეუშალონ მედიის წარმომადგენლებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.