საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო დღეს საქართველოს პირველ არხს სტუმრობდა

11:22, 09.12.2025

საქართველოში საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო დღეს საქართველოს პირველ არხს სტუმრობდა.

ელჩმა ოლივიე კურტომ საზოგადოებრივ მაუწყებელში გაცნობითი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პირველი არხის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი ეკა შონია და საქართველოს პირველი არხის იურიდიული სამსახურის უფროსი ელენე მიხაილოვა.

მსგავსი