სლოვაკეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე - ვულოცავ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სლოვაკური ავტორიტეტული ორგანიზაციისგან მიღებულ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებ
სლოვაკეთში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე - ვულოცავ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სლოვაკური ავტორიტეტული ორგანიზაციისგან მიღებულ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებ

სლოვაკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სლოვაკური ავტორიტეტული ორგანიზაციისგან მიღებული ჯილდო მიულოცა.

„სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად ვულოცავ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს სლოვაკური ავტორიტეტული ორგანიზაციისგან მიღებულ ჯილდოს და ვუსურვებ კიდევ უფრო მეტ წარმატებას.

ჩემთვის დიდი პატივი იყო დავსწრებოდი დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას სლოვაკეთის სახელმწიფო რადიო და ტელევიზიის საკონცერტო დარბაზში და მიმეღო პრიზი და სერტიფიკატი საზეიმო ვითარებაში“, – აღნიშნა ქვაჩაკიძემ.

ცნობისთვის, სლოვაკეთში გამართულ ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე – Svetozar Stracina Grand Prix-ზე პირველი არხის პროექტ „ხალხურში“ ანსამბლ „ახალი ბანას“ შესრულებულმა სიმღერამ, „ნადურმა“ გაიმარჯვა – სიმღერა „ნადური“ აუდიტორიის რჩეული გახდა.