პარაგვაიმ საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა
პარაგვაიმ საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა

აშშ-ისა და გვატემალას შემდეგ, პარაგვაი მესამე ქვეყანა იქნება, რომელმაც საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანა. ინაუგურაციის ცერემონიას პარაგვაის პრეზიდენტი ჰორაციო კარტესი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ესწრებოდნენ.

იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონია 14 მაისს გაიმართა. დიპლომატიური წარმომადგენლობის გადატანის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე თვის წინ მიიღო,რასაც პალესტინის პროტესტი მოჰყვა. საზღვარზე დაპირისპირებას ბოლო დღეების განმავლობაში 62 ადამიანი ემსხვერპლა.