რონალდინიოს ციხე შინაპატიმრობით შეუცვალეს
რონალდინიოს ციხე შინაპატიმრობით შეუცვალეს

რონალდინიო პარაგვაის ციხიდან 1.3 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელი ასუნსიონის ერთ-ერთი სასტუმროში, შინაპატიმრობაში იქნება, – იუწყება Thesun.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო ერთი თვის წინ, პარაგვაიში ძმასთან ერთად, ქვეყანაში ყალბი პასპორტით შესვლის ბრალდებით დააკავეს.

პარაგვაის ციხეში ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ 32 დღე გაატარა და 40 წლის იუბილესაც საპყრობილეში შეხვდა.