ხოსე ლუის ჩილავერტმა პარაგვაის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა
ხოსე ლუის ჩილავერტმა პარაგვაის პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა

ლეგენდარულმა პარაგვაელმა მეკარემ, ხოსე ლუის ჩილავერტმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. თავისი გადაწყვეტილების შესახებ, ყოფილმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო თანამემამულეებს.

„საკმარისია დაუსჯელობა, საკმარისია კორუფცია და საკმარისია ხალხის დაყაჩაღება“, – დაწერა ჩილავერტმა.

54 წლის ჩილავერტმა სათამაშო კარიერა 1982 წელს დაიწყო, ევროპაში „სარაგოსასა“ და „სტრასბურის“ რიგებში ითამაშა. ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში 74 მატჩი ჩაატარა, იყო 1998 და 2002 წლებში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.