ტყის ხანძრების გამო, პარაგვაიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [ფოტო]
ტყის ხანძრების გამო, პარაგვაიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [ფოტო]

ტყის ხანძრების გამო, პარაგვაიში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ხანძარი ჩაკოს რეგიონში მძვინვარებს, სადაც ცეცხლის 5 ათასზე მეტი კერაა დაფიქსირებული.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, პარაგვაის ხელისუფლება ხანძრის ჩაქრობის ოპერაციისთვის მეტი სახსრების მოზიდვას შეძლებს.

ჩაკოს ტყეში დიდი ფერმები მდებარეობს, ასევე აღნიშნული ტერიტორია მკვიდრი ტომებისა და ცხოველების იშვიათი სახეობების, მათ შორის იაგუარების საცხოვრებელია.

ჩაკოს რეგიონში ცეცხლის გავრცელებას მშრალი ამინდი და ჰაერის მაღალი ტეmპერატურა უწყობს ხელს.

მეტეოროლოგების ცნობით, წვიმა აღნიშნულ რეგიონში 7 ოქტომბრამდე არ არის მოსალოდნელი.