ოკლაჰომაში შუშის მწმენდავები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ

ოკლაჰომაში შუშის მწმენდავები სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ ორი მუშა 50 სართულიანი ცათამბჯენის ბოლო სართულზე იმყოფება, როდესაც მათი ლიფტი უკონტროლო მოძრაობას იწყებს.

ინციდენტი დევო ტაუერის ცათამბჯენში მოხდა. შედეგად ლიფტი რამდენჯერმე დაეჯახა შენობას, ჩაიმსხვრა მინები. მაშველებმა ცათამბჯენთან ახლოს მდებარე ქუჩებიდან მოქალაქეები გაიყვანეს. შუშის მწმენდავები მეხანძრეებმა გადაარჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რამ გამოიწვია ლიფტის უკონტროლო მოძრაობა, ჯერ უცნობია.