„ფენიქსმა“ ისევ მოიგო, ბუკერი შეუჩერებელია (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილისთვის ბრძოლა აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პლეი ოფში გასვლის თანაბარი შანსები აქვთ – „მემფისს“, „პორტლენდს“, „ფენიქსს“ და „სან-ანტონიოს“.

გუშინ, 10 აგვისტოს, თავისი შეხვედრა ჩაატარა „ფენიქს სანსმა“, რომელმაც დამაჯერებელი ანგარიშით 128-101 დაამარცხა „ოკლაჰომა“ და კიდევ ერთი მოგება გაიფორმა.

ამ შეხვედრაში „სანსის“ მხრიდან გამორჩეული იყო, გუნდის ერთპიროვნული ლიდერი, დევინ ბუკერი, რომელმაც 35 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. „ოკლაჰომას“ რიგებში საუკეთესო იყო დარიუს ბეზლი, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 10 მოხსნა დააგროვა და ორმაგი დუბლი მიითვალა.

ფენიქს სანსი“ შემდეგ შეხვედრას, 12 აგვისტოს, ჯოელ ემბიიდის და ბენ სიმონსის გარეშე დარჩენილ „ფილადელფიასთან“ გამართავს.

 

იუტა – დალასი 114 – 122

მილუოკი – ტორონტო 106 – 114

მაიამი – ინდიანა 114 – 92

ლეიკერსი – დენვერი 124 – 121

დატოვე კომენტარი