„ოკლაჰომამ“ „ლეიკერსი“ უპრობლემოდ დაამარცხა (ვიდეო)

დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა, ლოს ანჯელეს „ლეიკერსმა“ დღეს რეგულარულის მორიგი შეხვედრა „ოკლაჰომასთან“ ჩაატარა და 86-105 დამარცხდა.

„სანდერის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 21 ქულით, 7 მოხსნითა და 6 პასით კრის პოლი გამოდგა. დანილო გალინარის ანგარიშზე 19 ქულა და 7 მოხსნაა. 18 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა შეხვედრა სტივენ ადამსმა.
ლოს ანჯელესურ გუნდში ორმაგი დუბლი გაიფორმა ლებრონ ჯეიმსმა (19 ქულა, 11 მოხსნა) ენტონი დევისი 9 ქულითა და 8 პასით შემოიფარგლა. კაელ კუზმამ 10 ქულა მიითვალა. დიონ ვეიტერსმა კი საკუთარ გუნდს 14 ქულა შესძინა.

იუტა – მემფისი 124-115
ვაშინგტონი – ფილადელფია 98-107
სან ანტონიო – დენვერი 126-132
ორლანდო – ტორონტო 99-109
ბოსტონი – ბრუკლინი 149-115