შეი გილჯეს-ალექსანდერი ზედიზედ მეორედ გახდა NBA-ს MVP #1TVSPORT
შეი გილჯეს-ალექსანდერი ზედიზედ მეორედ გახდა NBA-ს MVP #1TVSPORT

„ოკლაჰომა სითი-თანდერის“ მცველი შეი გილჯეს-ალექსანდერი ზედიზედ მეორედ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის უძვირფასესი (MVP) მოთამაშე.

გამოკითხვის შედეგად კანადელმა კალათბურთელმა 939 ქულა დააგროვა. მან 100 შესაძლო პირველი ადგილიდან 83 მიიღო.

მეორე ადგილი დაიკავა „დენვერ ნაგეტსის“ ცენტრმა, ნიკოლა იოკიჩმა 634 ქულით (10 პირველი ადგილი). მესამე ადგილი ერგო „სან ანტონიო სპურსის“ ცენტრს, ვიქტორ ვემბანიამას (569 ქულა, 5 პირველი ადგილი).

გამოკითხვის სრული შედეგები:

  1. შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა) – 939
  2. ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) – 634
  3. ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო) – 569
  4. ლუკა დონჩიჩი (ლეიკერსი) – 250
  5. კეიდ კანინგემი (დეტროიტი) – 117
  6. ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი) – 89
  7. კავაი ლეონარდი (კლიპერსი) – 1
  8. დონოვან მიტჩელი (კლივლენდი) – 1

შეი გილჯეს-ალექსანდერი მე-14 კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც ეს პრიზი, მინიმუმ, ორჯერ აქვს მოგებული. ამ სიაში არიან მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი, მეჯიქ ჯონსონი, ლარი ბერდი, სტეფენ კარი, ნიკოლა იოკიჩი, იანის ანტეტოკუნმპო და სხვები.