NBA | კევინ დურანტი „ლეიკერსთან“ სერიის მეექვსე თამაშს გამოტოვებს #1TVSPORT
ESPN-ის ჟურნალისტის, შამს ჩარანია ინფორმაციით, კევინ დურანტი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ საპლეიოფო სერიის მე-6 შეხვედრას გამოტოვებს.
მიზეზი მარცხენა კოჭის ტრავმაა, რის გამოც „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერმა პლეიოფის პირველი რაუნდის უმეტესი ნაწილი უკვე გამოტოვა.
დურანტმა სერიის პირველ მატჩშიც ვერ ითამაშა, მაშინ მარჯვენა მუხლის პრობლემა ჰქონდა. მეორე შეხვედრაში დაბრუნების შემდეგ 41 წუთში 23 ქულა დააგროვა, თუმცა მატჩის მიწურულს კვლავ ტრავმა მიიღო – ამჯერად მარცხენა კოჭზე.
„როკეტსმა“ ბოლო ორი თამაში მოიგო „ლეიკერსთან“ და სერიაში 0:3-ის შემდეგ ანგარიში შეამცირა – 2:3. მე-6 მატჩი პარასკევს, ჰიუსტონში გაიმართება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტი შეხვედრა კვირას ლოს ანჯელესში ჩატარდება.