ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონმა, აიზია ტომასმა გააკრიტიკა თანამედროვე მოთამაშეები და ექსპერტები მაიკლ ჯორდანის ეპოქის მიმართ ღრმა პატივისცემის გამო ლიგის ამჟამინდელი ვარსკვლავების საზიანოდ.
„მიღებულია ჩვენი ეპოქის ოქროს ერად მონათვლა. მაგრამ, აი, რა არ მესმის თქვენს ეპოქაში: თქვენ, შესაძლოა, თამაშობთ ისტორიაში უდიადესი კალათბურთელის გვერდით, მაგრამ, ბოდიში პირდაპირობისთვის, მას ისე ეპყრობით, თითქოს არაფერს წარმოადგენდეს.
იმის ნაცვლად, რომ ადიდოთ საკუთარი ეპოქა, თქვენ უკან იყურებით და ამბობთ: „ის ეპოქა საუკეთესო იყო“, „მაიკლ ჯორდანი საუკეთესო იყო“, ვერავინ ვერასდროს იქნება მაიკლ ჯორდანზე უკეთესი“. კარგი. მაგრამ, ამავდროულად, თქვენს ეპოქაში არის ლებრონ ჯეიმსი, რომელსაც თითქმის ყველა რეკორდი ეკუთვნის.
თქვენ ასევე გყავთ კევინ დურანტი, სტეფ კარი. მაგრამ როცა ლაპარაკი ჩამოვარდება იმაზე, ვინ არის საუკეთესო, თქვენ ისევ ლაპარაკობთ ბიჭზე, რომელმაც, უბრალოდ, სპორტული ფეხსაცმელები მოგცათ“, – განაცხადა ტომასმა.