ლებრონ ჯეიმსი შეიძლება „გოლდენ სტეიტში“ გადავიდეს #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი შეიძლება „გოლდენ სტეიტში“ გადავიდეს #1TVSPORT

ავტორიტეტულმა ამერიკელმა ინსაიდერმა მარკ სტეინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ NBA-ს ოთხგზის ჩემპიონმა, ლებრონ ჯეიმსმა თავისი 24-ე სეზონი, შესაძლოა, „გოლდენ სტეიტის“ რიგებში ჩაატაროს.

სტეინის ინფორმაციით, ამგვარი ჭორები „არ არის საფუძველს მოკლებული“. ლიგაში ერთ-ერთმა წყარომ კი დაადასტურა, რომ მოვლენათა განვითარების ამგვარი ვარიანტი სავსებით შესაძლებელია.

41 წლის ლებრონ ჯეიმსმა ამ სეზონში „ლეიკერსის“ რიგებში 53 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 20.9 ქულა, 6.0 მოხსნა და 6.9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.